კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიების ფლობა
კონფლიქტის კონსტრუქციული გადაჭრა არსებითი საკითხია კლასში, რადგან კონფლიქტის წავლებისას გარდაუვალი და საჭიროც კია. პიაჟეს განვითარების თეორია და კონცეპტუალური ცვლილებების სწავლების გამოკვლევა გვეუბნება, რომ ნამდვილი სწავლება კოგნიტურ კონფლიქტს მოითხოვს. მოსწავლეებს, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ ჯგუფის შემადგენლობაში, ერთმანეთში ინტერპერსპონალური კონფლიქტები ექნებათ, რამაც ასევე შეიძლება მიგვიყვანოს სწავლამდე. მე-10-კლასელ მოსწავლეებს შორის ჩატარებული ერთ-ერთი კვლევისშედეგად დადგინდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შეცდომას უშვებდნენ, ამ შეცდომებს ერთად მსჯელობისას ასწორებდნენ, როცა საკუთარ მცდარ, მაგრამ ურთიერთ საწინააღმდეგო მოსაზრებებს განიხილავდნენ.
თანაკლასელთა კონფლიქტი. სკოლაში გავრცელებული კონფლიქტის ერთი ფორმა გაღიზიანება და გამოჯავრებაა. მასწავლებლები ცდილობენ, აღმოფხვრან ეს მოვლენა. მაგალითად, გამოკითხულიმე-8 კლასელებიდან 60%-მათქვა, რომ მათ ცხოვრებაში ყოფილა ასეთი ფაქტები. თუმცა მასწავლებლებმა თქვეს, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება მხოლოდ 16% იყოს. კვლევებით დადგინდა, რომ მე-6-10-კლასელთა დაახლოებით 33% ჩართულია ასეთ კონფლიქტებში. საზღვარი კარგ ურთიერთობასა და ასეთ მტრულ დამოკიდებულებას შორის ძალიან მერყევია, მაგრამ ვიღაცისკენ თითის მიშვერა ნიშნავს იმას, რომ არავინ გამოიჩენ სტოლერანტობას იმის მიმართ, ვისაც ნაკლები ძალა აქვს,ნაკლებად პოპულარულია ან რაიმე ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით აბუჩადაა აგდებული.
რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა? თითქმის ყველა კლასში ხდებაკონფლიქტები. მათი მოგვარების სწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა. ერთ-ერთი ლონგიტუდური კვლევის საშუალებით, რომელიც ორი წლის განმავლობაში წარმოებდა, აღმოჩნდა, რომ იმ აგრესიულ ბავშვებში, რომელთაც მასწავლებლები კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს ასწავლიდნენ, აგრესიამ და ძალადობამ იკლო. მაგრამ, როდესაც მასწავლებლები დუმილით ხვდებიან აგრესიას, მოსწავლეებმა ეს შესაძლოა შეურაცხყოფად აღიქვან.
კონფლიქტის მოგვარება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით თუ საზოგადოების მოსაზრებას განვიხილავთ, გავოცდებით, რა მწირი ინფორმაცია აქვს ხალხს მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტების შესახებ. დაწყებით სკოლებში კონფლიქტი ხშირად ხდება რესურსების გამო (სასკოლო ინვენტარი, კომპიუტერი, სპორტული აღჭურვილობა, სათამაშოები), უპირატესობების მინიჭების გამო (რომელი აქტივობა უნდა განხორციელდეს თავდაპირველად და ჯერ რომელი თამაში უნდა ითამაშონ). 30 წლის წინ სამ დიდ ქალაქში 8000 მოსწავლეზე ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტების 90% ან დესტრუქციულად გვარდება, ან საერთოდ არ გვარდება. მას შემდეგ ჩატარებულმა შედარებით მცირე კვლევებმაც იგივე შედეგები აჩვენა. როგორც ჩანს, კონფლიქტების არსებობის პირობებში მთავარი სტრატეგიაა უგულებელყოფა, ძალა და მუქარა. თუმცა არსებობს უკეთესი გზებიც–თანატოლთა მედიაცია და მოლაპარაკების სტრატეგიები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ისწავლება.
თანატოლთა მედიაცია და მოლაპარაკება. დევიდ ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კონფლიქტის მოგვარების ტრეინინგი მე-2-5-კლასელ 227 მოსწავლესთან. მოსწავლეებმა შეისწავლეს მოლაპარაკების 5-საფეხურიანი სტრატეგია.
კერძოდ:
1. ერთობლივად განსაზღვრეთ კონფლიქტი. განაცალკევეთ პიროვნება პრობლემისა და აქტივობისგან, თავი აარიდეთ გამარჯვება-წაგებაზე ფიქრს და ნათლად წარმოაჩინეთ თითოეული მხარის მიზნები;
2. გაცვალეთ პოზიცია დაინტერესები. წარმოადგინეთ საცდელი მიზანი. მოუსმინეთ მეორე მხარის მიზნებს და გაიგეთ მისი ემოციების შესახებ. იყავით თანამშრომლური და მოქნილი. შეატრიალეთ პერსპექტივა. შეაფასეთ სიტუაცია სხვა ადამიანის თვალით, შეცვალეთ როლები და იმსჯელეთ ამკუთხიდან;
4. გამოყავით სულ მცირე სამი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ სარგებელს მოიტანს. და სახეთ მიზნები, იაზროვნეთ შემოქმედებითად და დარწმუნდით, რომ ყველას აქვს ძალა, მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის გზა;
5. მიაღწიეთ ინტეგრაციულ შეთანხმებას. დარწმუნდით, რომ გათვალისწინებულია ორივე მხარის მიზნები. თუ არაფერი გამოვა, სცადეთ ცვლილებები ან ჩართეთ საქმეში მესამე მხარე–მედიატორი.
კონფლიქტის მოგვარების სწავლების გარდა, ჯონსონის კვლევისას ყველა მოსწავლეს ავარჯიშებდნენ მედიაციის სტრატეგიებში. მედიატორები იცვლებოდნენ. ყოველდღიურად მასწავლებელი ირჩევდა ორ მოსწავლეს, რომელიც კლასის მედიატორი უნდა ყოფილიყო და მედიატორის მაისური უნდა ეტარებინა. ჯონსონმა დამისმაკოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეები კონფლიქტის მოგვარებისა და მედიაციის სტრატეგიებს ეუფლებოდნენ. წარმატებით იყენებდნენ მათ როგორც სკოლაში, ისესახლში.
თანატოლთა მედიაცია წარმატებული აღმოჩნდა უფროს მოსწავლეებშიც, იმათშიც, ვისაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ერთ პროგრამაში ბანდების შერჩეულ წევრებს უტარდებოდათ ტრეინინგი მედიაციაში. შემდეგ მათ მედიაციის პროცესში მონაწილეობას სთავაზობდნენ, რომელსაც სკოლის მრჩეველი გაუწევდა მეთვალყურეობას. პროცესი იმართებო და მკაცრი წესებით, რასაც მხარეები წერილობით შეთანხმებამდე უნდა მიეყვანა, რომელსაც ორივე მხარე მოაწერდა ხელს. სანჩესმა და ანდერსონმა აღმოაჩინეს, რომ სკოლაში ძალადობა მინიმუმამდე შემცირდა: „მედიაციის პროცესის მთელი მაგია კომუნიკაცია იყო”.
ამ კვლევაზე დაყდნობით ჩვენ
შეგვიძლია კონფლიქტის სტრატეგიების დასახვით ვმართოთ კონფლიქტები. მაგალითად
1. ვუთხრათ სხვებს რა არ მოგვეწონა
2. ვუთხრათ სხვებს რა გრძნობა გამოიწვია
მათმა ნამოქმედარმა
3. ვუთხრათ მათ რა გვინდა მომავალში
4. ისინი გვიპასუხებენ რისი გაკეთება
შეუძლიათ და რა უნდათ მომავალში
ამ სტრატეგიის გამოყენებით ჩვენ
დავძლევთ კონფლიქტებს სკოლაში.
კლასის მართვის სტრატეგია |
ავტორი: ავთანდილ შურღაია
|
კლასის მართვის ცნება განათლების, სწავლისა და სწავლების
ფსიქოლოგიაში ორგვარი _ ვიწრო და ფართო _ გაგებით განიხილება. კლასის მართვის
ვიწრო გაგება ძირითად აქცენტს მოსწავლეთა ქცევის ფორმებსა და დისციპლინაზე
აკეთებს. კლასის მართვა, ფართო გაგებით, სასწავლო პროცესისა და გარემოს
ჰარმონიულად კოორდინაციას და მოსწავლეთა ქცევის ტიპების მიუხედავად, სასწავლო
პროცესში მაქსიმალური წარმატების მიღწევას გულისხმობს.
რატომ
არის მნიშვნელოვანი კლასის ეფექტურად მართვა?
თუ კლასის მართვის ფართო
გაგებას გავიზიარებთ, კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიების დაუფლების
მნიშვნელობაც გაიზრდება, რადგან ის აკადემიურ შედეგებს მჭიდროდ უკავშირდება.
კლასის მართვის ტექნიკის ფლობა განაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის
გამო.
პირველ რიგში, უნდა
გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ მასწავლებელი ვერასდროს შეძლებს კლასში მიმდინარე
პროცესების სრულად პროგნოზირებას. დეტალურად დაგეგმილი გაკვეთილი, შესაძლოა,
მოულოდნელად იმ დღისთვის სრუ-ლიად შეუსაბამო აღმოჩნდეს და მასწავლებლის წინაშე
იმპროვიზების აუცილებლობა დადგეს. გაკვეთილის პროცესი, შესაძლოა, სტუმრების ან
დირექტორის შემოსვლის გამო უეცრად შეწყდეს და ა.შ. ამგვარი გარემოებანი გაკვეთილის
მიმდინარეობასა და მოსწავლეების ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მასწავლებლის
მხრიდან კი მანევრირების უნარს მოითხოვს, რათა სასწავლო პროცესი დაუბრკოლებლად
და თანმიმდევრულად გაგრძელდეს.
ასევე,
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კლასში თითოეული მოსწავლე განსხვავებულად
სწავ-ლობს. მაშინაც კი, როცა გაკვეთილზე ყველა ერთნაირი ინტერესითაა ჩართული
მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებაში, პედაგოგის მხრიდან ყურადღების მოდუნება
დაუშვებელია. ერთსა და იმავე დავალებაზე მუშაობის პროცესში, შესაძლოა, ზოგიერთ
მოსწავლეს რომელიმე ამოცანის ამოხსნა გაუჭირდეს (სხვადასხვა მიზეზის გამო),
ზოგიერთმა მოსწავლემ კი სწრაფად გაართვას თავი დავალებას და უსაქმოდ იჯდეს
მასწავლებლის შემდგომი ინსტრუქციის მოლოდინში. პედაგოგს ყველა ამგვარი
გარემოების გამოვლენა და გათვალისწინება მოეთხოვება დისციპლინის პრობლემების
პრევენციის მიზნით.
და ბოლოს, ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კლასის მართვის მნიშვნელობას ზრდის, ის
გახლავთ, რომ საშუალო განათლება მოზარდებისთვის სავალდებულოა და არა არჩევითი.
ამის გამო მოსწავლეებს განსხვავებული მოტივაციები აქვთ. მათი მოტივირების
ხელშემწყობი ფაქტო-რები კი პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და კლასისა და
სასწავლო პროცესის ეფექტური მენეჯმენტია.
კლასის
მართვის პრინციპები და მოდელები
განათლების ფსიქოლოგი
ბროფი კლასის ეფექტურად მართვის სამ პრინციპს გამოყოფს: 1. მასწავლებელმა
საკუთარ თავზე უნდა აიღოს კლასის კონტროლის პასუხისმგებლობა; 2. მასწავლებელს
ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს პრობლემების გადაჭრის გრძელვადიანი გეგმა; 3.
მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოს-წავლეების მხრიდან მიუღებელი ქცევის მიზეზების
დადგენა.
ბროფი
კლასის მართვის სამ მოდელს გამოყოფს:
ბიჰევიორისტული;
კოგნიტური;
პიროვნული/პროსოციალური
ან ჰუმანისტური.
ლასის
მართვის ბიჰევიორისტული მოდელი ტრადიციული მოდელია და მოსწავლის ქცევის
მართვაზეა ორიენტირებული. მისთვის ამოსავალი წერტილი მოსწავლის ქცევა და
მასწავლებლის რეაქციაა. ეს მოდელი მასწავლებლის მიერ მოსწავ-ლეებისთვის ქცევასთან
დაკავშირებული მოლოდინების გაცნობით, ქცევის მონიტორინგით, არასწორი ქცევის
კორექციით შემოიფარგლება.
კოგნიტური
მოდელი მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობას, საკლასო წესების შესახებ მათ
პირა-დად ინფორმირებას, მოზარდების ახლოს გაცნობას და პრობლემების მოგვარების
გზების მათთან ერთად განხილვას გულისხმობს.
პიროვნული,
ან პროსოციალური მოდელი, რომელსაც ზოგჯერ ჰუმა-ნისტური მოდელის სახელითაც
იხსენიებენ ხოლმე, მოსწავლეზე ორიენტირებული მოდელია და მასწავლებლის მხრიდან
მოსწავლის როგორც აკადემიური, ისე სოციალური წარმატების ხელშეწყობას და ამ გზით
სასწავლო პროცესში დამაბრკოლებელი დისციპლინური თუ სასწავლო პრობლემების პრე-ვენციას
ისახავს მიზნად. აღნიშნული მოდელი ბიჰევიორისტული და კოგ-ნიტური მოდელების
თანამედროვე ალტერნატივას წარმოადგენს.
კლასის მართვის პროსოციალური მოდელი პრაქტიკაში
ვიდრე
კლასის მართვის პროსოციალური მოდელის ფარგლებში შემო-თავაზებული პრაქტიკული
სტრატეგიების განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, ყურადღება რამდენიმე
მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილოთ. იმისათვის, რომ კლასის ეფექტურად მართვა
შევძლოთ, ამა თუ იმ სტრატეგიის გამოყენებამდე საჭიროა ვითარების და მასთან
კონკრეტული სტრატეგიის შესაბამისობის გაანალიზება და შესაბამისი ცვლილებების
შეტანა იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფთან, რა სიდიდის კლასთან, რა
გარემო პირობებში, რა გამოცდილების მქონე მოსწავლეებ-თან, რა შესაძლებლობების
მქონე შემსწავლელებთან ვმუშაობთ.
კლასის
მართვის პროსოციალური მოდელი მასწავლებლებს ცხრა ძირითად სტრატეგიას სთავაზობს.
მასწავლებლის მომზადება და პროფესიონალიზმი
გაკვეთილის
დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს წინასწარ მომზადებული
გეგმით. მას მოსწავლეების მხრიდან მოსალოდნელი შეკითხვები გათვლილი უნდა
ჰქონდეს. უნდა ჩანდეს, რომ ის დაინტერესებულია, რაც შეიძლება, ხარისხიანად
შეისწავლონ მოსწავლეებმა საგანი. სასურველია, ახალბედა პედაგოგებმა წინასწარ
ივარჯიშონ გაკვეთილის ჩატარებაში. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გაკვეთილის
დაწყებამდე მასწავლე-ბელი გაკვეთილის მიზნებს დაფაზე ჩამოწერს, ან სხვა
ვიზუალური ფორმით მოამზადებს და მოსწავლე-ებს წარმოუდგენს. მიზნების წინას-წარი
გაცნობის ტექნიკა მოზარდების მოტივაციას ამაღლებს, კონცენტრაციის ხარიხსს ზრდის
და შედეგების გაზომვის საშუალებას იძლევა. მასწავლებელს, ასევე, წინასწარ
მომზადებული და თანმიმდევრობით დაწყობილი უნდა ჰქონდეს ყველა ის მასალა,
რომელსაც გაკვეთილზე გამოიყენებს.
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა
ეფექტური
სასწავლო გარემოს შექმნა როგორც კომფორტული ფიზიკური გარემოს, ისე უსაფრთხო
ემოციური ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს. კომფორტული გარემოს შექმნაში ისეთი
მარტივი ელემენტებიც კი მნიშვნელოვანია, როგორიცაა კლასში შემოსვლისთანავე
მოსწავლეების მისალმება და მოკითხვა, მათი სახელების დამახსოვრება და ყოველთვის
სახელით მიმართვა, საკუთარი თავის შესახებ მცირედი საინტერესო ინფორმაციის
მიწოდება, მერხებისა და სკამების ისე განლაგება, რომ მასწავლებელს კლასში
მოძრაობის, ხოლო მოსწავლეებს ჯანსაღი ინტერაქციის საშუალება ჰქონდეთ. ეფექტური
გარემოს შესაქმნელად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია მასწავლებლის
მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირება. აკადემიური თვალ-საზრისით
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა გულისხმობს მოსწავლეების დონისა და შესაძლებლობების
შესაბამისი მასალის გამოყენებას, აგრეთვე ინსტრუქციების მკაფიოდ მიცემას.
საკლასო წესების და პროცედურების შემუშავება
მოსწავლეებმა
სასწავლო წლის დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, თუ რა მოლოდინები აქვს მასწავლებელს
მათ მიმართ. სასურველია, საკლასო წესები მოსწავლეებთან ერთად შემუშავდეს და
მშობლები მათ წლის დასაწყისში გაეცნონ. წესების შემუშავებაში მოსწავლეთა მონაწილეობა
თვითდისციპლინის გამომუშავების საუკეთესო გზაა. საკლასო წესებისა და
პროცედურების დად-გენის შემდეგ ეფექტურია მოსწავლეების ჩართვა ამ წესებთან
დაკავ-შირებული სიტუაციების გათამაშებაში, რათა მათ ისინი პრაქტიკულად
შეითვისონ. ბენჯამინ ფრანკლინს უთქვამს: ერთი გრამი პრევენცია ერთი ტონა
მკურნალობის ტოლფასიაო. საკლასო წესები მათი დარღვევის შემთხვევაში შესაძლო
დამსჯელობითი ღონისძიებების აღწერასაც უნდა მოიცავდეს.
უნდა
ვაღიაროთ, რომ პრევენციული მექანიზმების გატარების მიუხედავად, რიგ
შემთხვევებში, წესების დარღვევა აუცილებლად მოხდება. ამიტომ საჭიროა,
მასწავლებელს დაუყოვნებლივი და ადეკვატური რეაგირება შეეძლოს. რეაქციის ფორ-მის
შერჩევა პედაგოგზეა დამოკიდებული, თუმცა სასურველია, მან მოსწავლეებთან
წინასწარ განხილუ-ლი რომელიმე სადამსჯელო ღონისძიება აირჩიოს და არა რაიმე
სხვა ფორმა.
დააფასეთ ყოველი წამი
წარმატებული
სწავლებისა და კლასის მართვის კიდევ ერთი წინაპირობაა დროის ეფექტურად მართვა.
გაკვეთილის დროულად დაწყებისა და დასრულების გარდა, სასწავლო ღონისძიებები ისე
უნდა დაიგეგმოს, რომ მოსწავლეს საკმარისი დრო ჰქონდეს სამუშაოს შესასრულებლად,
მაგრამ თავისუფალი დრო არ უნდა დარჩეს ყურად-ღების გასაფანტად. ამისათვის
საჭიროა, გაკვეთილის გეგმა მეტ აქტივობას მოიცავდეს და დროის დარჩენის
შემთხვევაში მოსწავლე სათანადოდ დაკავდეს. დროის ეკო-ნომიის მიზნით, ყოველ
გაკვეთილზე, მონაცვლეობის პრინციპით, შესაძლებელია დამხმარე მოსწავლის არჩევა,
რომელიც მასწავლებელს მასალების დარიგებაში, კლასის ორგანიზებასა და სხვა
ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება.
მოსწავლეების თანაბარი ჩართულობა
მასწავლებელი
უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერ მოსწავლეს მუდმივად რაიმე საფიქრალი ან სამუშაო
ჰქონდეს გაკვეთილის განმავლობაში. მან აქტიური მონაწილეობა უნდა მოსთხოვოს
როგორც ძლიერ, ისე სუსტ მოსწავლეებს. ჩართულო-ბის გაზრდის მიზნით, პედაგოგს
შეუძლია სხვადასხვა ტექნიკას მიმართოს: დასვას შეკითხვები, მისცეს მოსწავლეებს
რამდენიმე წამი პასუხის მოსაფიქრებლად, გამოიყენოს "ექოს პრინციპი" და
ერთი მოსწავლის პასუხი მესამე პირში გაამეორებინოს მეორეს, შეაჩვიოს ისინი რისკს
იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებულები არ არიან პასუხის სისწორეში, შეაქოს
სწორი პასუხის შემთხვევაში, მის-ცეს მინიშნებები, თუ მოსწავლეებს შეკითხვაზე
პასუხის გაცემა უჭირთ, ყოველთვის გადაამოწმოს, რამდენად კარგად გაიგო ყველამ
დავალების ინსტრუქცია, მისცეს მოსწავლეებს ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმისა
და ერთმანეთის პასუხების გასწორების საშუალება. ეს უკანასკნელი ტექნიკა
განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის კონცენტრაციის ხარისხს და ხელს უწყობს კრიტიკული
აზროვნებისა და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. და ბოლოს, მნიშვნელოვანია,
რომ მასწავლებელმა აუცილებლად გაითვალისწინოს მოსწავლეების განსხვავებული
სწავლის სტილი და ინდივიდუალური საჭიროებები.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები, მოსწავლეთა უფლებები და
პასუხისმგებლობები
აკადემიური
ცოდნის გადაცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლებს აუცი-ლებელი
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები გამოუმუშავოს. მათი შეძენით მოსწავლეები საკუთარი
უფლებების დაცვასა და პასუხისმგებლობების შესრულებას შეძლებენ. სასურველია, ეს
პროცესი მშობლებ-თან კოორდინაციით განხორციელდეს და მოსწავლეებს ის სასიცოცხ-ლო
უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ: გუნდური
მუშაობა, სიმამაცე, შრომისმოყვარეობა, მოქნილობა, მეგობრობა, ინიციატივის
გამო-ჩენა, მოთმინება, მიზანმიმართულობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობის
გრძნობა, იუმორის გრძნობა და ა.შ.
სასიცოცხლო
უნარ-ჩვევების გადაცემა მასწავლებლებს ისეთი მარტივი გზით შეუძლიათ, როგორიცაა,
მაგალითად, მოსწავლეების მორიგეობით დატოვება გაკვეთილების შემდეგ და საკლასო
ოთახის მათთან ერთად დასუფთავება, მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის შეფასება და მისი
გაუმჯობესების გზების განხილვა.
უნდა
გვახსოვდეს, რომ ყველა მოსწავლეს თანაბარი უფლებები აქვს და მასწავლებლის
მხრიდან ფავორიტიზმის გამოვლენა მოსწავლეთა უფლებების დარღვევაა და ამასთანავე,
კლასში აგრესიის გაჩენას იწვევს.
შემოქმედებითი მიდგომა
იმისათვის,
რომ სასწავლო პროცესი მუდმივად საინტერესო იყოს და მოსწავლეებს ყურადღება არ მოუ-დუნდეთ,
მასწავლებელმა შემოქმედებით მიდგომას უნდა მიმართოს და სწავლების ინოვაციური
ფორმები ეძებოს. ბავშვებს სიახლეები და ექსპერიმენტები ყოველთვის იზი-დავთ. ეს
მათ განვითარებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, განსხ-ვავებული და
მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებისა და ფორმების გამოყენება სხვადასხვა სტილის
მქონე შემსწავლელების დაინტერესების გარანტიაცაა. "საშუალო დონის
მასწავლებელი მოგვითხრობს, კარგი მასწავლებელი გვიხსნის, პროფესიონალი
მასწავლებელი გვიჩვენებს, საუკეთესო მასწავლებელი კი შემოქმედებით ინტერესს
გვიღვიძებს", _ უთქვამს ამერიკელ პუბლიცისტს უილიამ არტურ ვორდს.
მოსწავლეების
შეფასება
მოსწავლეების
გამჭვირვალე შეფა-სება მასწავლებლის რეპუტაციასა და პროფესიონალიზმთან პირდაპირ
კავშირშია. ის მოზარდების დამოკიდებულებასა და ქცევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას
ახდენს. შეფასების სისტემა მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალე და სამარ-თლიანი
უნდა იყოს. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს კარგად უნდა იცნობდნენ.
შეფასებასთან ერთად მათ მასწავლებლის სიტყვიერი რჩევებიც უნდა მიიღონ.
რჩევების მიცემისას პედაგოგმა მოსწავლე უნდა წაახალისოს და მას ოპტიმისტური
განწყობა შეუქმნას.
კომუნიკაცია
ღია
კომუნიკაცია პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეებთან, არამედ მშობლებთან
კომუნიკაციაც. მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა წაახალისოს, რათა მათ აქტიურად
გამოთქვან აზრი, დასვან შეკითხვები და ისაუბრონ პრობლემებზე. მშობლებ-თან
კომუნიკაციისთვის პედაგოგს შეუძლია ზეპირ ან წერილობით ფორმას მიმართოს. რაც
უფრო მეტად არის მშობელი ინფორმირებული შვილის წარმატებებისა თუ სირთულეების
შესახებ, მით მეტი პასუხის-მგებლობის გრძნობა აქვს მოსწავლესაც. კომუნიკაციის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კოლეგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან
აქტიური კომუნიკაცი-აც. ამ გზით პრობლემების კოორდინირებულად გადაჭრაა
შესაძლებელი.
|
ბლოგი არის ჩაფიქრებული როგორც კომუნიკაციისა და შეფასების საშუალება. ის შექმნილია 2014წელს, დღესაც განიცდის ტრანსფორმაციას. ბლოგის საშუალებით ვცდილობ გავიზიარო და გავაზიარო მიგნებები სწავლა-სწავლების საქმეში, საგნის სწავლების მეთოდოლოგიაში. ბლოგი საშუალებას მაძლევს აქტიურად ჩავერთო კოლეგებთან კომუნიკაციაში,გავითვალისწინო მათი რჩევები,შევაფასო ჩემი შესაძლებლობები. კოლეგებო, ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი.უმორჩილესად გთხოვთ შეავსოთ ბლოგზე განთავსებული კითხვარი
საინტერესო და საჭირო სტატიები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий