intel-ის ტრენინგი

პროექტი: "მე მქვია"



რეფლექსია
2016 წლის 30 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით გავიარე Intel-ის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლებე და ისტ-ის ინტეგრირება“, რომლის მიზანია სასწავლო პროექტების განხოეციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში მასწავლებლების ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა სტანდარტის შესაბამისად.
გავეცანი პროექტებით  სწავლებას,  მის  მიზნებს და შედეგებს XXI საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, თუ როგორ შეიძლ;ება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე  ეფექტურად.
ზოგი  რამ ვიცოდი, ზოგის შესახებ მსმენია, მაგრამ არ ვიყენებდი, ბევრი რამ ვისწავლე.
ვისწავლე კომენტირება როგორც Power Point-ში, ასევე  Word-ის დოკუმენტში, დოკუმენტების  დისკზე ატვირთვა, ბლოგზე ორიენტირება, ვისწავლე, თუ როგორ უნდა დავგეგმო სასწავლო პროცედურები XXI საუკუნის უნარების შესაბამისად, რათა მოსწავლემ შეძლოს რეალური ცოდნა  რეალურ ცხოვრებას დაუკავშიროს  და სხვა
შევასრულეთ ტრენერის მიერ მოცემული დავალებები, მოვამზადეთ პრეზენტაციები,  განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი შეფასების სქემები და რუბრიკები  კოლეგებთან,  თუ რამდენათ შეესაბამებოდა მოსწავლის პოზიციიდან შესრულებულ დავალებებს.
ჩემი  საბოლოო ნამუშევარი-პორტფოლიო წარვადგინე, გავეცანი   ჯგუფის წევრებისა და ტრენერის რჩევებს და აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას  ყოველივე ნიუანს.
ტერნინგი იყო საინტერესო, ვფიქრობ, რომ მსგავს ტერნინგებზე მიღებული ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ სწავლა სწავლების პროცესის გაუმჯობესებლად.

თავიდან ძალიან რთული მომეჩვენა, მაგრამ ყოველდღიურად შესრულებულმა  დავალებებმა დამაძლ;ევინა სირთულეები, რის გამოც დიდი მადლობა ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს. ვუსურვებ მას და ყველა ჯგუფის წევრ-კოლეგებს წარმატებებს!

Комментариев нет:

Отправить комментарий