2018
წლის 17 მაისს
ჩემს მიერ დაგეგმილი და ჩატარებული იქნა
სტანდარტიზირებული გაკვეთილი თემაზე : Город. Улица. Светофор. თემის არჩევა
ესგ-ს მიზნებით
არის განპირობებული, რადგან უცხოური ენის
(კერძოდ
რუსული ენის)
სწავლება ეფუძნება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენებას.
გაკვეთილის დაგეგვისას მიზნის მიღწევა გადავწყვიტე მიმართულება „მოსმენისა“
და „კითხვის“ ინდიკატორებით გათვალისწინებული
შედეგების საშუალებით. მიმართულება „წერას“
ინდიკატორები გამოყენებულია როგორც საშუალება
მთავარი მიზნის მისაღწევად. მთავარ მიზანში
არ არის ასახული, მაგრამ ერთ - ერთი აქტივობის
მიზანი არის - მოსწავლეთა შემეცნებითი
ცოდნის გაღრმავება, რადგან მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გაკვეთილი უნდა შეიცავდეს აღმზრდელობით
მიზანს. მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო შუქნიშნის ისტორიის გაცნობა და მათთვის ნაცნობი ნივთის წინაპრის სურათების ხილვა. ვფიქრობ, გაკვეთილი იყო აქტუალური, რადგან საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში
და ეხმარება მოსწავლეებს მოქალაქეობრივი უნარების ჩამოყალიბებაში.
დამსწრე საზოგადოებისთვის ვეცადე მეჩვენებინა
ამ თემის გადმოცემის ჩემებური ვერსია. ჩემი აზრით, ჩემს მიერ შერჩეული აქტივობები იყო შესაბამისი მიზნის
მისაღწევად და ამავდროულად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. თემის დასასრულს (3 გაკვეთილის
შემდეგ) მოსწავლეები გავლენ „ლაპარაკის“ ა და „წერი“ს მიმართულებებით გათვალისწინებულ
შედეგებზე, რომლის ელემენტები გამოვიყენე გაკვეთილის ბოლოს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეებმა
კარგად და უშეცდომოდ გაართვეს თავი მოსმენის
და კითხვის აქტივობებს, მიზანი იყო მიღწეული.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. სარეზერვო აქტივობა მქონდა
მომზადებული, მაგრამ არ გამომიყენებია. გეგმაში არის ასახული სსსმ მოსწავლისთვის აქტივობები, მაგრამ მათი განხორციელების საშუალება
არ მომეცა მოსწავლის არ ყოფნის გამო.
ჯგუფი არის მცირე რიცხოვანი, ამიტომ ჩართულობა იყო მაქსიმალური. მოსწავლეებში იგრძნობოდა ინტერესი
თემისადმი, აქტივობებს ასრულებდნენ ზედმიწევით ზუსტად, იგრძნობოდა ჯანსაღი კონკურენცია.
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას
გამოვიყენებ სიმულაციურ თამაშებს და უფრო ბევს დროს დავუთმობ საგზაო წესების დაცვასა
და უნარების გაღრმავებაზე მუშაობას.
ია ჭყონია
21.06.2018 წ
Комментариев нет:
Отправить комментарий