2019 წლის 10 აპრილს მოვახსინე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე "მოტივაციის ამაღლება მათემატიკისა და რუსული ენის გაკვეთილებზე
IX კლასში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით"
რეფლექსიამე-9 კლასს ვასწავლი რუსულ
ენას 3 წელია. ეს კლასი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით. ამ კლასში ჩამიტარებია არაერთი სამოდელო თუ ღია საჩვენებელიო
გაკვეთილი. 2018-2019 ს/წ დაწყებისას მე-9 კლასის მოსწავლეები ძლიან შეიცვალნენ: არ
აქტიურობდნენ გაკვეთილზე, დავალებებს ასრულებდნენ ინერტულად, გაკვეთილს ესწრებოდნენ
მოველეობის მოხსნის მიზნით. სახეზე იყო სრული დემოტივაცია.მეცხრე კლასის მოსწავლეთა უმრავლესობა კარგად კითხულობდა
სხვადსხვა ტიპის ტექსტებს, თუმცა დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა , რომ ნახევარზე მეტს
ტექსტის გაგება გააზრება უჭირდათ, ბოლომდე ვერ გაბულობდნენ დავალების ინსტრუქციებს,
კითხვებზე პასუხებს ვერ ახერხებდნენ გაცემას დამოუკიდებლად. აზრი გავუზიარე სხვა კოლეგებს
და დამრიგებელს და აღმოჩნდა , რომ მსგავსი პრობლემა მეტ-ნაკლებად არსებობდა სხვა პედაგოგებთან,
თუმცა კონკრეტული მიზეზის დასახელება გაგვიჭიორდა.
თავდაპირველად ყველა ასახელებდა ასაკობრივ ცვლილებებს, რაც მართლაც ერთ-ერთი მიზეზია
დაბალი მოტივაციისა. მე და ჩემმა კოლეგამ გადავწვიტეთ ერთობლივად გამოგვეკვლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები, დავგეგმეთ შესაბამისი ინტერვენციები და კვლევის შედეგები გაგვეზიარებინა სხვა კოლეგებისთვისაც. გავეცანით სხვადასხვა ლიტერატურას და მოტივაციის ამაღლების მიზნით
ავირჩიეთ ინოვაციური მეთოდები.
მე და ჩემმა კოლეგამ ერთობლივად დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები და ვახორციელებდით კვლევას ამ კლასში.
კვლევის მიმდინარეობისას პერიოდულად ვუზიარებდით და განვიხილავდით ჩვენს მიერ კლასში განხორციელებული აქტივობების შედეგებს.
ინოვაციური მეთოდის გამოყენებისას
მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია, გაეზარდათ ჩართულობის სურვილი, გაუმჯობესდა აკადემიური
მოსწრება, გაუღვივდათ ინტერესი საგნის მიმართ. ჩემმა კოლეგებმა გაიზიარეს გამოცდილება,
გაღვივდა ურთიერთთანამშრომლობა და გაიზარდა ამ თანამშრომლობის ხარისხი, ხოლო მე, როგორც
მასწავლებელმა ვისწავლე დროის ეფექტურად გამოყენება, ვისწავლე გაკვეთილისა და აქტივობების
სწორად დაგეგმარება, ამიმაღლდა თვითსფასებამოვაწყვეთ პრეზენტაცია : რეკომენდაციები და კვლევის შედეგები გავუზიარე დანარჩენ კოლეგებსაც. უმრავლესობა დადებითად განეწყო და ფიქრობს, რომ ალბათ კონკრეტული მეთოდით მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოტივაციას გაზრდის და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად უკეთეს შედეგს მოიტანს, თუმცა ეს არ გამორიცხავს პარალელურად სხვა სტრატეგიების გამოყენებას. კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი,
რომ აღნიშნულ მეთოდს საკუთარ კლასებშიც გამოცდიან. კვლევის ანგარიში შესაფასებლად გავუგზავნე ელექტრონული ფოსტის საშუალებით
სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ფასილიტატორს , უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელსა
და წევრებს.
ი.ჭყონია
13.04.2019 წ
Комментариев нет:
Отправить комментарий